საუდის არაბეთში 35 წლის შემდეგ კინოთეატრში პირველად გაიმართა ფილმის ჩვენება
საუდის არაბეთში 35 წლის შემდეგ პირველად, კინოთეატრში ფილმის ჩვენება გაიმართა. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.
კინოთეატრებში 2017 წლის ანიმაცია „ემოჯი ფილმი“ გაუშვეს. აღსანიშნავია, რომ აქამდე კინოს სანახავად საუდელებს მეზობელ ბაჰრეინში წასვლა უწევდათ.
კინოთეატრები საუდის არაბეთში 1980-იანების დასაწყისში აკრძალეს, თუმცა კრონპრინცი მუჰამედ ბინ სალმანი ქვეყანაში სოციალურ და ეკონომიკურ რეფორმებს ატარებს და კონცეფციის “ხედვა – 2030” ფარგლებში ცხოვრების ბევრ სფეროზე ზეწოლას ასუსტებს.
მისი პოლიტიკის ერთ-ერთი მაგალითი, ქალებისთვის სტადიონზე დასწრების უფლების მიცემაცაა, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ გახდა დასაშვები.