საუდის არაბეთმა შესაძლოა, საქართველოს უნივერსიტეტების დიპლომები აღიაროს
საუდის არაბეთმა შესაძლოა, საქართველოს უნივერსიტეტების დიპლომები აღიაროს. ამის შესახებ საქართველოს ელჩის, გიორგი ჯანჯღავასა და საუდის არაბეთის განათლების მინისტრის მოადგილის, ჯასირ ალ-ჰერბიშის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.
საუდის არაბეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, შეხვედრაზე განათლების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს.
საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ცნობით, საუბარი შეეხო საუდის არაბეთის მიერ, საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების აღიარებული უნივერსიტეტების სიაში შეტანის საკითხს.
საუდის არაბეთი განათლების სამინისტროს სპეციალური დელეგაციის ვიზიტს არ გამორიცხავს.