საუდის არაბეთმა ნავთობის ექსპორტის შემცირება გადაწყვიტა
საუდის არაბეთმა ნავთობის ექსპორტის შემცირება გადაწყვიტა

საუდის არაბეთი მომდევნო თვიდან ნავთობის ექსპორტის შემცირებას აპირებს ყველა რეგიონში, სადაც მიწოდებას ახორციელებს. საუდის არაბეთის ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის დეკემბერში, ნოემბრის თვის მაჩვენებელთან შედარებით, ქვეყნიდან ნავთობის ექსპორტი 120 ათასი ბარელით შემცირდება.

10%-ით შემცირდება ნავთობის მიწოდება აშშ-ში . აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით, ნავთობის იმპორტმა საუდის არაბეთიდან 3 ნოემბრის მდგომარეობით კვირის განმავლობაში 816 ათასი ბარელი შეადგინა. ოქტომბერში საშუალო მაჩვენებელმა კი 506 ათასი ბარელი.