საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯამალ ხაშოგის მკვლელობაზე საერთაშორისო მედიის გამოხმაურება ისტერიად შეაფასა
საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ადელ ალ-ჯუბეირმა ჯამალ ხაშოგის მკვლელობაზე საერთაშორისო მედიის გამოხმაურება ისტერიად შეაფასა.
ადელ ალ-ჯუბეირმა ამის შესახებ ბაჰრეინში მიმდინარე უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა.
ახლო აღმოსავლეთის სამეფოს დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელის თქმით, ჟურნალისტის მკვლელობასთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.
ადელ ალ-ჯუბეირმა აღნიშნა, რომ გამოძიება ყოველდღიურად ახალ მტკიცებულებებს აგნებს. დიპლომატის განმარტებით, გამოძიების შედეგად დადგინა, რომ გარკვეულმა მაღალჩინოსნებმა უფლებამოსილებას გადააჭარბეს და დამნაშავეები აუცილებლად დაისჯებიან, ამიტომ კრიტიკოსებმა გამოძიების დასრულებას უნდა დაელოდონ.
ფორუმზე სიტყვით გამოსვლის დროს საგარეო საქმეთა მინისტრმა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაზეც ისაუბრა და დასძინა, რომ საუდის არაბეთი ვაშინგტონთან მჭიდრო ურთიერთობას ინარჩუნებს.
ჯამალ ხაშოგი სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოს 2 ოქტომბერს ესტუმრა. მას შემდეგ Washington Post-ის ჟურნალისტი გაუჩინარდა. ცოტა ხნის წინ ოფიციალურმა ერ-რიადმა ჯამალ ხაშოგის მკვლელობა აღიარა.