საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - საუდის არაბეთი თანხმდება, რომ რეგიონული მშვიდობა ნიშნავს მშვიდობას ისრაელისთვის, მაგრამ ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ პალესტინის სახელმწიფოსთან ერთად
საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - საუდის არაბეთი თანხმდება, რომ რეგიონული მშვიდობა ნიშნავს მშვიდობას ისრაელისთვის, მაგრამ ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ პალესტინის სახელმწიფოსთან ერთად

საუდის არაბეთი თანხმდება, რომ რეგიონული მშვიდობა ნიშნავს მშვიდობას ისრაელისთვის, მაგრამ ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ პალესტინის სახელმწიფოსთან ერთად, – ამის შესახებ საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფაისალ ბინ ფარჰანმა განაცხადა.

საუდის არაბეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, საუდის არაბეთი, რა თქმა უნდა, იქნება დაინტერესებული ისრაელთან ნორმალიზების შეთანხმებით, რომელიც დაკავშირებულია ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაწყვეტასთან.

„რასაც ისრაელი ახლა აკეთებს, საფრთხეში აყენებს რეგიონული მშვიდობისა და უსაფრთხოების პერსპექტივებს. ცეცხლის შეწყვეტა უნდა იყოს ყველა მხრიდან, რაც რეგიონში მშვიდობის ამოსავალი წერტილი უნდა გახდეს“, – განაცხადა ფაისალ ბინ ფარჰანმა.