საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ სირიაში სამხედრო შენაერთები გაგზავნის სურვილი აქვთ
საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ადელ ალ-ჯუბეირი აცხადებს, რომ სირიაში სამხედრო შენაერთები გაგზავნის სურვილი აქვთ.
ამის შესახებ ადელ ალ-ჯუბეირმა გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშთან ერთად, ერ-რიადში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ სირიაში მათი სამხედრო წარმომადგენლობის გაგზავნაზე მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.
„მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რა სახის ძალა უნდა დარჩეს აღმოსავლეთ სირიაში და საიდან უნდა იყოს ეს ძალები. ამ დროისთვის ეს განხილვები ძალაშია“, – განაცხადა ალ-ჯუბეირმა.
საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მათ მიერ სირიაში სამხედრო ძალის განთავსება „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების წინააღმდეგ მოქმედი კონტრტერორისტული კოალიციის ფარგლებში მოხდება.
მან ასევე აღნიშნა, რომ საუდის არაბეთი ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსურ მხარდაჭერას გეგმავს.