საუდის არაბეთის პროკურატურამ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის საქმეში ხუთი ეჭვმიტანილის სიკვდილით დასჯა მოითხოვა
საუდის არაბეთის პროკურატურამ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის საქმეში ხუთი ეჭვმიტანილის სიკვდილით დასჯა მოითხოვა.
საუდის არაბეთის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, სასამართლოს პირველ სხდომას 11 ეჭვმიტანილი ადვოკატებთან ერთად ესწრებოდა.
გავრცელებული ცნობით, საუდის არაბეთის პროკურორებმა თურქეთს საკონსულოში შეგროვებული მტკიცებულებების გადაცემის თხოვნით მიმართეს.
ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი საუდის არაბეთის ხელისუფლებას აკრიტიკებდა. ჟურნალისტი 2 ოქტომბერს სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოს შენობაში შესვლის შემდეგ გაუჩინარდა. გამოძიების ჩატარების შემდეგ, თურქეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ჟურნალისტი საკონსულოს ტერიტორიაზე მოკლეს. მოგვიანებით, ხაშოგის მკვლელობა საუდის არაებეთის ხელისუფლებამაც აღიარა.