საუდის არაბეთის პრინცი, რომელიც საქართველოს საპატიო მოქალაქეა, ციხიდან გაათავისუფლეს
საუდის არაბეთის პრინცი, რომელიც საქართველოს საპატიო მოქალაქეა, ციხიდან გაათავისუფლეს

საუდის არაბეთში მილიარდერი პრინცი ალ ვალიდ ბინ ტალალი ციხიდან გაათავისუფლეს. როგორც “როიტერსთან” საუბარში პრინცმა განაცხადა, მან საპატიმრო საპროცესო გარიგების საფუძველზე დატოვა.

რა თანხა გადაიხადა მილიარდერმა პრინცმა თავისუფლების სანაცვლოდ უცნობია.

ციხის დატოვებამდე რამდენიმე საათით ადრე, პრინცმა Reuters-თან ინტერვიუში საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე მოჰამედ ბინ სალმანს მხარდაჭერა გამოუცხადა.

პრინცი ალ ვალიდ ბინ ტალალი ნოემბერში, ანტიკორუფციული უწყების განკარგულებით დააპატიმრეს, რომლის ხელმძღვანელიც საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრეა.

მასთან ერთად დააკავეს 200 პრინცი, პოლიტიკოსი და მდიდარი ადამიანი, რომელთაც სახელმწიფოსთვის მილიარდობით დოლარის ზარალის მიყენებაში დასდეს ბრალი. ისინი ფეშენებელურ სასტუმრო “Ritz Carlton”-ში მოწყობილ ციხეში იმყოფებიან.

მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრესი ადამიანი პრინცი ალ ვალიდ ბინ ტალალი ისეთ კომპანიებში ფლობს წილებს როგორებიცაა Twitter-ი და Apple-ი.

ნოემბერში Forbes-ი მის ქონებას 17 მილიარდ დოლარად აფასებდა. აღსანიშნავია, რომ ალ ვალიდ ბინ ტალალი საქართველოს საპატიო მოქალაქეა. მან მოქალაქეობა 2015 წელს მიიღო, თბილისს 13 ივნისის სტიქიამდე რამდენიმე დღით ადრე სტუმრობდა, შემდეგ კი საქართველოს 300 000 დოლარი გამოუყო.