საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცი 10-15 წელიწადში ირანთან ომს არ გამორიცხავს. რეგიონში სამხედრო კონფლიქტის თავიდან ასარიდებლად, მოჰამედ ბენ სალმანი საერთაშორისო საზოგადოებას ირანზე ეკონომიკური და პოლიტიკური ზეწოლის გაძლიერებისკენ მოუწოდებს.
„თუ ჩვენ წარმატებას ვერ მივაღწევთ იმ მიმართულებით, რის გაკეთებასაც ვცდილობთ, დიდი ალბათობით, 10-15 წელიწადში ირანთან ომი გვექნება“, – განაცხადა საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა.
პრინცი სალმანი ირანის მიმართ ხისტი პოზიციითაა ცნობილი. გასული წლის ნოემბერში, მან ირანის სულიერ ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის „ახალი ჰიტლერი“ უწოდა. საუდის არაბეთი აქტიურად ეწინააღმდეგება ირანის ბირთვულ შეთანხმებასაც.