საუდის არაბეთის ნავთობსადენზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა მოხდა
საუდის არაბეთის ნავთობსადენზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა მოხდა.
საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრ ხალიდ ალ-ფალიჰის განცხადებით, საფრენ აპარატებზე ასაფეთქებელი მოწყობილობები იყო განთავსებული, თუმცა თავდასხმის მიუხედავად, ნავთობის პროდუქცია და ექსპორტი შეფერხებების გარეშე გაგრძელდება.
საუდის არაბეთის მთავრობაში ნავთობსადენზე განხორციელებულ თავდასხმას „ტერორისტულ აქტს“ უწოდებენ. ზარალის შეფასებისთვის და ინფრასტრუქტურის აღსადგენად, საუდის არაბეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია „არამკომ“ მერვე სადგურზე ნავთობის ამოღება დროებით შეაჩერა.
თავდასხმამდე, იემენელმა შიიტმა ჰუსიტებმა განაცხადეს, რომ საუდის არაბეთის დანადგარებზე თავდასხმები განახორციელეს.