საუდის არაბეთის ნავთობის ობიექტებზე თავდასხმის გამო, ბრენტის ტიპის ნავთობი 10 პროცენტით გაძვირდა
საუდის არაბეთის ნავთობის ობიექტებზე თავდასხმის გამო, ბრენტის ტიპის ნავთობი 10 პროცენტით გაძვირდა. „ბიბისის“ ინფორმაციით, ერთი ბარელი ბრენტის ტიპის ნავთობი 66.28 დოლარი ღირს.
თავდასხმის შემდეგ ბარელი ნავთობის ფასი 71.95 დოლარი გახდა, თუმცა ინციდენტთან დაკაშირებით აშშ-ის პრეზიდენტმა რეზერვების გამოყენების ნებართვა გასცა, რამაც შავი ოქროს ფასი შეამცირა.
ნავთობის მომპოვებელ და გადამამუშავებელ ობიექტებზე თავდასხმის გამო, მსოფლიო ბაზრების მომარაგება ხუთი პროცენტით შემცირდა. მოგვიანებით, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონმა იცის, თუ ვინ განახორციელა თავდასხმა, თუმცა ოფიციალურ ვერსიას საუდის არაბეთისგან დაელოდება და შესაბამისად იმოქმედებს.