საუდის არაბეთის მეთაურობით მოქმედმა საერთაშორისო კოალიციამ იემენის დედაქალაქზე ავიაიერიშები მიიტანა
საუდის არაბეთის მეთაურობით მოქმედმა საერთაშორისო კოალიციამ იემენის დედაქალაქზე ავიაიერიშები მიიტანა. შიიტი ჰუსიტების მიერ კონტროლირებული ტელეკომპანია „ალ-მასირაჰის“ ინფორმაციით, ქვეყნის დედაქალაქ სანაში კოალიციის სამხედრო ავიაციამ შვიდი საჰაერო რეიდი განახორციელა. მანამდე საუდის არაბეთის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანთან დაკავშირებულმა შიიტმა ჰუსიტებმა ქვეყნის წინააღმდეგ სამხედრო უპილოტო საფრენი აპარატები გაუშვეს, რომელთა მიზანი სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმა იყო.
საუდის არაბეთის საჰაერო თავდაცვის სისტემამ საფრენი აპარატები გაანადგურა. საუდის არაბეთის მეთაურობით მოქმედი საერთაშორისო კოალიცია იემენელი ჰუსიტების წინააღმდეგ ომს 2015 წლიდან აწარმოებს.