საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა თურქეთს „ბოროტების სამკუთხედის“ ნაწილი უწოდა
საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა თურქეთს „ბოროტების სამკუთხედის“ ნაწილი უწოდა

საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა თურქეთს „ბოროტების სამკუთხედის“ ნაწილი უწოდა. ეგვიპტურ გამოცემა Al Shorouk-თან ინტერვიუში, მოჰამედ ბინ-სალმანმა „ბოროტების სამკუთხედის“ დანარჩენ ნაწილებად ირანი და ექსტრემისტული რელიგიური ჯგუფები დაასახელა.

საუდი არაბეთის პრინცის განცხადებით, თურქეთს ისლამური სახალიფოს აღდგენა სურს, რომელიც ოსმალეთის იმპერიის დაშლის შემდეგ განადგურდა. საუდის არაბეთის რეგიონულ მეტოქე ირანთან თურქეთი სამხედრო-უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობს.