საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა, მოჰამედ ბინ სალმანმა ენტონი ბლინკენთან შეხვედრისას ღაზის სექტორის ბლოკადის მოხსნის აუცილებლობაზე ისაუბრა
საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა, მოჰამედ ბინ სალმანმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან შეხვედრისას ღაზის სექტორის ბლოკადის მოხსნის აუცილებლობაზე ისაუბრა.
საუდის არაბეთის მედიის ინფორმაციით, მემკვიდრე პრინცმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს უთხრა, რომ პალესტინელი ხალხისთვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს ლეგიტიმური უფლებები.
„სამეფო უარყოფს მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანში ამოღებას, ინფრასტრუქტურისა და სასიცოცხლო მნიშვნელობის სერვისების განადგურებას, რომლებიც გავლენას ახდენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე“, – განაცხადა მუჰამედ ბინ სალმანმა.