საუდის არაბეთის მეფის სასახლესთან მცირე ზომის დრონი ჩამოაგდეს. სააგენტო Reuters-ის ცნობით, ინციდენტი გუშინ საღამოს ერ-იადში მდებარე ერთ-ერთ სასახლესთან მოხდა.
სამეფოს უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებმა ცეცხლი გაუხსნეს სათამაშო დრონს, შედეგად ის ჩამოვარდა.
ამჟამად მიმდინარეობს დრონის მფლობელის დადგენა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ინციდენტiს დროს საუდის არაბეთის მეფე სასახლეში არ იმყოფებოდა.
მანამდე ტელეკომპანიa Al Jazeer-ამ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც მეფის სასახლის სიახლოვეს მომხდარ შემთხვევას ასახავს. ჩანაწერში ისმის ინტენსიური სროლის ხმა.