საუდის არაბეთის მეფე - „კოვიდ-19-ის“ საწინააღმდეგო ვაქცინა ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს
საუდის არაბეთის მეფე - „კოვიდ-19-ის“ საწინააღმდეგო ვაქცინა ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს

საუდის არაბეთის მეფემ, სალმან იბნ აბდულ-აზიზ ალ საუდიმ​ დიდი ოცეულის ვირტუალურ შეხვედრაზე განაცხადა, რომ „კოვიდ-19-ის“ საწინააღმდეგო ვაქცინა ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს.

„მართალია, ოპტიმისტურად ვართ განწყობილები ვაქცინის, თერაპიისა და დიაგნოსტიკის კუთხით მიღწეული პროგრესისადმი, თუმცა უნდა ვიმუშაოთ ისეთი გარემოს შექმნაზე, სადაც ეს ბერკეტები ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება. ამასთანავე, უნდა მოვემზადოთ მომავალი პანდემიებისთვის“, – განაცხადა საუდის არაბეთის მეფემ​.

საუდის არაბეთი წელს დიდი ოცეულის სამიტის თავმჯდომარე ქვეყანაა.

პანდემიის გამო სამიტი ვირტუალურ რეჟიმში ჩატარება.