საუდის არაბეთის კოალიციამ წითელ ზღვაში შიიტი ჰუსიტების ორი ნავი გაანადგურა
საუდის არაბეთის კოალიციამ წითელ ზღვაში შიიტი ჰუსიტების ორი ნავი გაანადგურა

საუდის არაბეთის კოალიციამ წითელ ზღვაში შიიტი ჰუსიტების ორი ნავი გაანადგურა.

გამოცემა Al Arabiya-ს ინფორმაციით, შიიტი სამხედროების ნავები საუდის არაბეთის ნავთობის ტანკერს უახლოვდებოდა.

პარალელურად, არაბთა გაერთიანებული საემიროების გამოცემა WAM-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კიდევ ერთი შემთხვევის დროს, კოალიციურმა ძალებმა ჰუსიტების კუთვნილი ორი ნავი გაანადგურა, ორი ნავი კი ვერ იპოვეს.

ტანკერის დაზიანების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. არაბული და აფრიკული ქვეყნებისგან შემდგარმა საერთაშორისო კოალიციამ იემენში ჰუსიტების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია 2015 წელს დაიწყო. ამბოხებული შიიტები პრეზიდენტ მანსურ ჰადის წინააღმდეგ იბრძვიან, რომელმაც კონფლიქტის გამო ქვეყანა დატოვა და საუდის არაბეთში გადავიდა.