საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედმა სამხედრო კოალიციამ იემენში ჰუსიტების პოზიციები დაბომბა
საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედმა სამხედრო კოალიციამ იემენში ჰუსიტების პოზიციები დაბომბა.
კოალიციის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად კი, სამიზნე ჰუსიტების სამხედრო საწყობი იყო, სადაც მებრძოლები დრონებსა და რაკეტებს ინახავდნენ.
როგორც ჰუსიტები ამტკიცებენ, იერიშის შედეგად დაინგრა ციხე და დაიღუპა ათობით ადამიანი. მათი ცნობით, ნანგრევებში 60-ზე მეტი დაღუპულის ცხედარი იპოვეს.
დამოუკიდებელი წყაროები მსხვერპლთა რაოდენობას ჯერ არ ადასტურებენ.
საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედი სამხედრო ალიანსი იემენში მიმდინარე კონფლიქტში 2015 წელს ჩაერია და ჰუსიტების წინააღდმდეგ არაერთი იერიში განახორციელა.