საუდის არაბეთის ეროვნული ავიაკომპანია საქართველოს ავიაბაზარზე 17 მაისიდან ბრუნდება
საუდის არაბეთის ეროვნული ავიაკომპანია Flynas საქართველოს ავიაბაზარზე ბრუნდება.
ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
მათი ცნობით, 17 მაისიდან ავიაკომპანია თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში სამი მიმართულებით რიადი, ჯედა და დამამი კვირაში 21 სიხშირით იფრენს.