საუდის არაბეთის დედაქალაქში ცათამბჯენები საქართველოს დროშის ფერებში განათდა [ფოტო]
საუდის არაბეთის დედაქალაქში ცათამბჯენები საქართველოს დროშის ფერებში განათდა [ფოტო]

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საუდის არაბეთის დედაქალაქში, ერ-რიადში რამდენიმე ცათამბჯენი საქართველოს დროშის ფერებში განათდა.

შესაბამის ფოტოებს სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ საქართველოს ელჩი საუდის არაბეთში გიორგი ჯანჯღავა ავრცელებს.

საქართველოს დროშის ფერებშია განათებული ერ-რიადის მთავარი ღირსშესანიშნაობა – სამეფო კოშკი.