საუდის არაბეთის აზირის პროვინციის გუბერნატორის მოადგილე და მისი კოლეგები ვერტმფრენის ჩამოვარდნას ემსხვერპლნენ
საუდის არაბეთის აზირის პროვინციის გუბერნატორის მოადგილე და მისი კოლეგები ვერტმფრენის ჩამოვარდნას ემსხვერპლნენ.
როგორც Reuters-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, ვერტმფრენმა კატასტროფა მაშინ განიცადა, როცა დელეგაცია იემენის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიას ათვალიერებდა.
ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.