საუდის არაბეთიდან დევნილი რაჰაფ მუჰამედ ალ-ქუნუნი კანადაში მიემგზავრება
საუდის არაბეთიდან დევნილი ახალგაზრდა რაჰაფ მუჰამედ ალ-ქუნუნი კანადაში მიემგზავრება. გაერო-ს თხოვნით 18 წლის გოგონას კანადამ თავშესაფარი მიანიჭა.
საუდის არაბეთის ახალგაზრდა მოქალაქე საერთშორისო ყურადღების ეპიცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც სამშობლოდან გამოიქცა. როგორც ალ-ქუნუნი ყვება, ის საკუთარი ოჯახის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი იყო. ისლამის უარყოფის გამო მას მოკვლით ემუქრებოდნენ.
გოგონამ ოჯახს თავი უვეითში, ნათესავებთან სტუმრობის დროს დააღწია და 5 იანვარს ტაილანდში ჩავიდა. გოგონამ ბანგკოკის აეროპორტში რამდენიმე დღე გაატარა, რის შემდეგაც გაერო-მ ალ-ქუნუნს ლტოლვილის სტატუსი მიანიჭა.
რაჰაფ ალ-ქუნუნი ერთადერთი ახალგაზრდა არ არის, რომელმაც საუდის არაბეთიდან გაქცევა სცადა. 2017 წელს მანილას საერთაშორისო აეროპორტში საუდის არაბეთის მოქალაქე დინა ლასლუმი დააკავეს. მისი სამშობლოდან გაქცევის მიზეზი ასევე ოჯახის მხრიდან არსებული ძალადობა იყო. ალ-ქუნუნისგან განსხვავებით მისი ბედი საერთაშორისო საზოგადოებისთვის უცნობია.