საუდის არაბეთი უარყოფს ინფორმაციას ჯაშუშური პროგრამა „პეგასუსის“ გამოყენების თაობაზე
საუდის არაბეთის ხელისუფლება კონკრეტულ ადამიანებზე დაკვირვების მიზნით ელექტრონული ჯაშუშური სისტემა „პეგასუსის“ გამოყენებას უარყოფს.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Al Arabiya ადგილობრივ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„მედიაში გავრცელებული ცნობები, რომ სამეფო სპეციალური სათვალთვალო პროგრამით კონკრეტულ ადამიანებზე ახდენდა დაკვირვებას, სრულიად უსაფუძვლოა“, – აღნიშნა წყარომ, რომლის ვინაობა არ ხმაურდება.
მისივე თქმით, საუდის არაბეთის პოლიტიკა და მისი პრინციპები მყარია და პრესაში მოხსენიებულ პრაქტიკასთან არაფერი აქვს საერთო.
18 ივლისს, საფრანგეთში ბაზირებულმა არასამთვრობო ორგანიზაციამ სახელწოდებით „აკრძალული ისტორიები“ და რამდენიმე გლობალურმა მედიასაშუალებამ გამოქვეყნა ინფორმაცია, რომ რიგი ქვეყნები, მათ შორის საუდის არაბეთი, ისრაელის მიერ წარმოებულ ჯაშუშურ პროგრამა „პეგასუსს“ ადამიანებზე მიყურადების მიზნით იყენებდნენ.