საუდის არაბეთი სამწლიანი ბლოკადის შემდეგ, ყატართან საზღვრებს გახსნის
საუდის არაბეთი სამწლიანი ბლოკადის შემდეგ, ყატართან საზღვრებს გახსნის. ამის შესახებ ინფორმაციას „ნიუ-იორკ თაიმსი“ ყატარის, საუდის არაბეთისა და აშშ-ის ხელისუფლებებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიასაშუალების ცნობით, საზღვრების გახსნის შემდეგ მოსალოდნელია უფრო ფართო შეთანმება, რომელიც არაბული ქვეყნების მიერ ყატარის იზოლაციას დაასრულებს.
შეთანხმების ხელმოწერა საუდის არაბეთში არაბული სახელწმიფოების თანამშრომლობის საბჭოს სხდომაზე იგეგმება. საუდის არაბეთის მიერ საზღვრების გახსნა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და სამგზავრო კავშირებს აღადგენს. არაბულმა ქვეყნებმა – საუდის არაბეთმა, ბაჰრეინმა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა და ეგვიპტემ 2017 წლის ივნისში ყატარი რეგიონში ირანთან თანამშრომლობაში, ასევე ტერორზმისა და ისლამისტების მხარდაჭერაში დაადანაშაულეს და ბლოკადა დაუწესეს.