საუდის არაბეთი მუსლიმებს მოუწოდებს, რამადანის დღესასწაულზე სახლიდან ილოცონ
საუდის არაბეთის უმაღლემა რელიგიურმა ორგანომ მთელი მსოფლიოს მაშტაბით, მუსლიმებს მოუწოდა, სოციალური დისტანცირების მოწოდებას დაემორჩილონ.
ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.
„მუსლიმებმა შეკრება თავიდან უნდა აირიდონ, რადგან სწორედ ეს არის ინფექციის გავრცელების მთავარი წყარო. უნდა გახსოვდეთ, რომ ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა უდიდესი ქმედებაა, რომელიც ღმერთთან გვაახლოებს“ , – აღნიშნულია განცხადებაში.