„ჰეზბოლას“ დაჟინებული მცდელობა, რომ ლიბანს საკუთარი დღის წესრიგი მოახვიოს თავს, ამ ქვეყანაში არსებული კრიზისის მიზეზია. აღნიშნულის შესახებ საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პრინცმა ფაისალ ბინ ფარჰან ალ-საუდმა განაცხადა.
მინისტრის განცხადებით, ოფიციალური ერ-რიადი შეშფოთებულია იმით, რომ გასულ წელს, ბეირუთის პორტში მომხდარ მძლავრ აფეთქებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებისას ხელშესახები პროგრესი არ მიღწეულა. მისივე თქმით, ლიბანთან დაკავშირებული ნებისმიერი დახმარება მნიშვნელოვან რეფორმებთან იქნება დაკავშირებული.
აქვე, საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ლიბანის ეკონომიკის აღსადგენად შექმნილმა სპეციალურმა ფონდმა 370 მილიონი აშშ დოლარის დახმარება უკვე მოიზიდა.