საუდის არაბეთი კანადასთან საგანმანათლებო გაცვლით პროგრამებს წყვეტს
საუდის არაბეთი კანადასთან არსებულ საგანმანათლებო გაცვლით პროგრამებს წყვეტს და სტუდენტებს, რომლებმაც სტიპენდია მიიღეს, სასწავლებლად სხვა ქვეყნებში გადაიყვანს. ინფორმაციას ადგილობრივი ტელეკომპანია Al Arabiya ავრცელებს.
ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა საუდის არაბეთში ქალების უფლებების დამცველთა დაპატიმრების გამო დაიძაბა.
ოტავამ მათი გათავისუფლება მოითხოვა. დაკავებულთა შორის არიან ციხეში მყოფი ბლოგერის, რაიფ ბადავის დები.