სატვირთო მანქანებით გერმანიაში მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის ბრალდებით რვა ადამიანი დააკავეს
რუმინეთში, სერბეთსა და დიდ ბრიტანეთში, მიგრანტების გერმანიაში უკანონოდ გადაყვანის ბრალდებით რვა ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპოლი“ ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ადამიანების ტრეფიკინგში ჩართული პირები 4 ქვეყნის სამართალდამცავების და ევროპოლის მიერ კოორდინირებულად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად აიყვანეს.
გამოძიების მიხედვით, დაკავებულებზე „ევროპოლს” ძებნა ჰქონდა გამოცხადებული. გამოძიება ამტკიცებს, რომ დამნაშავეები წლების მანძილზე სატვირთო ავტომობილებით გერმანიაში არალეგალი მიგრანტების გადაყვანის პროცესს ხელძღვანელობდნენ.
როგორც „ ევროპოლში” განაცხადეს, ბოლო პერიოდში ადამიანების სატვირთო მანქანებით ტერფიკინგის შემთხვევები გახშირდა. მხოლოდ წელს აღრიცხულია 23 ასეთი შემთხვევა. 400 მიგრანტი არაადამიანურ პირობებში სატვირთო მანქანების საბარგულით გადაჰყავდათ.