სათამაშო ბიზნესის ასოციაციაში შემავალი კომპანიები კაზინოებს, ტოტალიზატორებსა და სლოტ კლუბებს დროებით ხურავენ
საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციაში შემავალი კომპანიები მიწის კაზინოებს, ტოტალიზატორებსა და სლოტ კლუბებს დროებით ხურავენ. ამის შესახებ ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„Covid 19-ის გავრცელებასთან დაკავშირებული მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ (რომელშიც ერთიანდებიან შემდეგი კომპანიები: აჭარაბეთი, ევროპაბეთი, ლიდერბეთი, კრისტალბეთი, ბეთლაივი და კროკობეთი) გაითვალისწინა პრემიერის რეკომენდაცია და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მიიღო გადაწყვეტილება და სრულად გადავიდა დისტანციურ მუშაობაზე, ასევე პრევენციის მიზნით 18 მარტიდან ყველა არსებული მიწის კაზინოების, ტოტალიზატორებისა და სლოტ კლუბების ფუნქციონირება შეაჩერა“, – აცხადებენ ასოციაციაში.