სასტუმროები 8 ივნისიდან გაიხსნება, ამავე დღიდან რესტორნებში ყველა სახის მომსახურება განახლდება
8 ივნისიდან გაიხსნება ყველა სახის მომსახურება რესტორნებში, შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ რესტორნებს სრულად შეეძლებათ, იმოქმედონ, იმუშაონ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ამავე დღიდან იხსნება სასტუმროები.
„8 ივნისიდან, შემდგომი ორშაბათიდან გაიხსნება ყველა სახის მომსახურება რესტორნებში, შესაბამისად ეს ნიშნავს იმას, რომ რესტორნებს სრულად შეეძლებათ, იმოქმედონ, იმუშაონ. 8 ივნისიდან გაიხსნება ასევე სასტუმროები, მხოლოდ ის სასტუმროები კონკრეტულად, რომელთაც გავლილი ექნებათ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებების შემოწმება და ექნებათ ამაზე კონკრეტული სახის ნებართვა“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ.