სასტუმრო „ვინოტელთან“, სადაც რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი და მისი სტუმრები იმყოფებიან, დაპირისპირებაა. აქციის მონაწილეები სასტუმროში შესვლას ცდილობდნენ, რასაც ხმაური მოჰყვა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, მათ აქციის მონაწილეებს სასტუმროში შესვლის უფლება არ მისცეს.
ამასთან, სასტუმრო, სადაც ვლადიმერ პოზნერი და მისი სტუმრები იმყოფებიან, შრომის ინსპექციამ 10 000 ლარით დააჯარიმა.
სასტუმრო „ვინოტელთან“ აქციაზე აქტივისტები და ოპოზიციური პარტიის ლიდერები არიან შეკრებილები, მათ შორის პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია, ასევე „ევროპული საქართველოს“, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ლელოს“ წარმომადგენლები. ისინი რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ჩამოსვლას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ პოზნერმა და მისმა სტუმრებმა გადაადგილებაზე შეზღუდვა დაარღვიეს.
ამასთან, შსს-ში აცხადებენ, რომ ვლადიმერ პოზნერი ამერიკის მოქალაქეა და მას კანონი ოკუპაციის შესახებ დარღვეული არ აქვს.