სასტუმრო „შერატონთან“ ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები საპროტესტო აქციას მართავენ
სასტუმრო „შერატონთან“ სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს და ამ ფორმით სურთ, საერთაშორისო ორგანიზაციებს მიაწვდინონ ხმა.
ამასთან, სასტუმრო „შერატონში“ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერები ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს ხვდებიან.