სასტუმრო „მანდალეი ბეი ჰოტელის“ მენეჯმენტი სართულებს, სადაც შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა, თავიდან დანომრავს
სასტუმრო „მანდალეი ბეი ჰოტელის“ მენეჯმენტი სართულებს, სადაც შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა, თავიდან დანომრავს

ლას-ვეგასიში სასტუმრო „მანდალეი ბეი ჰოტელის“ მენეჯმენტმა გადაწყვიტა, სასტუმროს ის სართულები, სადაც გასული წლის ოქტომბერში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა, თავიდან დანომროს.

2017 წლის 1-ელ ოქტომბერს, საღამოს, ლას-ვეგასში ქანთრი მუსიკის ფესტივალზე, თავდამსხმელმა ღონისძიების მონაწილეების მისამართით ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც 58 ადამიანი დაიღუპა და 515 დაშავდა. დამნაშავე სასტუმრო და კაზინო “მანდალაი ბეის” ნომერში, 32-ე სართულზე იყო და ფანჯრიდან ისროდა.

მსროლელი 64 წლის ამერიკელი სტივენ პედოკი აღმოჩნდა, რომელმაც პოლიციელების მისვლამდე, თავი მოიკლა.

მანდალეი ბეის“ მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, 43-სართულიანის სასტუმროს 32, 32, 33 და 34 სართულები, შესაბამისად, 56, 57, 58 და 59 სართულებად დაინომრება.