სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისის“ ვიზიტორის ინფიცირების წყარო ქუთაისში დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჩაქვში სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისის“ ვიზიტორს განმეორებითი ტესტირების შედეგად კორონავირუსი დაუდასტურდა.
ინფიცირებული ქალი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. რაც შეეხება მისი ინფიცირების წყაროს, მას ქუთაისში კორონავირუსით ინფიცირებულ პირთან ჰქონდა კონტაქტი.
უწყების ინფორმაციით, სასტუმრო „ოაზისში“ მყოფ ყველა პირს „პისიარ“ ტესტი ჩაუტარდება.
სასტუმრო ოაზისში 900 -მდე ვიზიტორია რეგისტრირებული.