სასტუმრო „ბილტმორთან“, სადაც საქართველო პრეზიდენტი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კონფერენციას ესწრება, მოძრაობა „შეცვალეს“ წევრები საპროტესტო აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეთა თქმით, ისინი საქართველოს პრეზიდენტს „აღსაყდრების“ პირველ წელს ულოცავენ და ქვეყნისთვის გაკეთებულ საქმეებს ახსენებენ. აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ლევან გოგოლის თქმით, პრეზიდენტი ზურაბიშვილი ერთი წლის განმავლობაში ქვეყნისთვის საზიანო განცხადებებითა და ქმედებებით არის დაკავებული.
„ეს ეხება ქართული ჯარის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს, ასევე შეწყალების თემას, მისი სასახლის თვის შეძენილ ანტიკვარებს და ა.შ.“, – განაცხადა აქციის მონაწილემ ლევან გოგოლმა.
აქციის მონაწილეების თქმით, მათ პრეზიდენტს სიმბოლურად კონსტიტუცია მოუტანეს, რათა კიდევ ერთხელ შეახსენონ უფლებები და მოვალეობები.