სასკოლო ოლიმპიადაზე სპორტის რამდენიმე სახეობაში ჩემპიონები გამოვლინდნენ #1TVSPORT
საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით დაიწყო სასკოლო სპორტული ოლიმპიადის დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს თამაშები. მასში რეგიონების ჩემპიონი სკოლების გუნდები მონაწილეობენ.
ფრენბურთი
„სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2023-ის“ აღმოსავლეთ საქართველოს თამაშების ფარგლებში, 29 აპრილს თბილისში, პარასპორტის განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა ტურნირი ფრენბურთში ვაჟებს შორის.
პირველი ადგილი და გამარჯვება მოიპოვა თელავის N9 საჯარო სკოლის გუნდმა, მეორე ადგილი დუშეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჭოპორტის სკოლის გუნდმა დაიკავა.
გოგონებში პირველი ადგილი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის N2 საჯარო სკოლამ დაიკავა, მეორე ადგილი – ბოლნისის N1 საჯარო სკოლის გუნდმა.
ხელბურთი
აღმოსავლეთ საქართველოში მიმდინარე თამაშების პარალელურად, წყალტუბოში მიმდინარეობდა დასავლეთ საქართველოს თამაშები გოგონათა და ვაჟთა შორის ხელბურთში.
გოგონებში გაიმარჯვა ზესტაფონის N3 საჯარო სკოლის გუნდმა, მეორე ადგილი დაიკავა ზუგდიდის N2 საჯარო სკოლის გუნდიმა.
ვაჟებში ჩემპიონი ქუთაისის N40 საჯარო სკოლის გუნდი გახდა, მეორე ადგილი ბათუმის N8 საჯარო სკოლამ დაიკავა.
გეზრბენი და ბადმინტონი
ქუთაისში გაიმართა სასკოლო სპორტული ოლიმპიადის დასავლეთ საქართველოს თამაშები გეზრბენსა და ბადმინტონში.
საპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა:
გეზრბენი
ვაჟები:
I ადგილი – ზესტაფონის N7 საჯარო სკოლა;
II ადგილი – ბათუმის N17 საჯარო სკოლა.
III ადგილი – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის საჯარო სკოლა.
გოგონები:
I ადგილი – ზესტაფონის N7 საჯარო სკოლა;
II ადგილი – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონას საჯარო სკოლა;
III ადგილი – სიმონ სხირტლაძის სახელობის ონის საჯარო სკოლა.
ბადმინტონი
გოგონები:
I ადგილი – ქუთაისის N21 საჯარო სკოლა;
II ადგილი – ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო აკეთის საჯარო სკოლა.
ვაჟები:
I ადგილი – ქუთაისის N21 საჯარო სკოლა;
II ადგილი – ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოსტანას საჯარო სკოლა.