სასკოლო ღონისძიებაზე მძღოლის მიერ მოსწავლეთა უსაფრთხო გადაყვანის წესების დარღვევაზე ფულადი ჯარიმები წესდება
სასკოლო ღონისძიებაზე მძღოლის მიერ მოსწავლეთა უსაფრთხო გადაყვანის წესების დარღვევაზე ფულადი ჯარიმები წესდება

სასკოლო ღონისძიებაზე მძღოლის მიერ მოსწავლეთა უსაფრთხო გადაყვანის წესების დარღვევაზე ფულადი ჯარიმები წესდება.

შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის, რომლის ინიცირება 27 მაისის პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მოხდება.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ სასკოლო ღონისძიებაზე მძღოლის მიერ მოსწავლეთა უსაფრთხო გადაყვანის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას – 200 ლარის ოდენობით. იმ შემთხვევაში, თუ იგივე მოქმედება ჩადენილი იქნება განმეორებით, ეს გამოიწვევს დაჯარიმებას – 400 ლარის ოდენობით.

სასკოლო ღონისძიებების დროს მოსწავლეთა უსაფრთხო გადაყვანის წესები კანონმდებლობის დონეზე განისაზღვრება.

აღნიშნული კანონპროექტის ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არიან.