სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებასთან აქციის მონაწილე შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა, ფაქტს შსს იძიებს
რუსთავში, სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებასთან, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის დაწყებამდე, აქციის ერთ-ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა.
საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, მამაკაცის დასახმარებლად მივიდა სასწრაფო სამედიცინო დახმარება, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
როგორც შსს-ს პრესსამსახურში აცხადებენ, აქციაზე მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.