სასამართლოში მელორ ვაჩნაძის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე სხდომა მიმდინარეობს
სასამართლოში სამოქალაქო აქტივისტის მელორ ვაჩნაძის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე სხდომა მიმდინარეობს.
ვაჩნაძე გუშინ დააკავეს, როდესაც ის ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში, „ქართული მარშის“ წევრის, სანდრო ბრეგაძის მოსანახულებლად მივიდა. კლინიკის დაცვა მას პაციენტთან არ უშვებდა, რა დროსაც მათ შორის შელაპარაკება მოხდა. ვაჩნაძე ადმინისტრაციული წესით, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს.
რაც შეეხება „ქართული მარშის“ დაკავებულ წევრებს, მათი ადვოკატები ვაკე-საბურთალოს სამმართველოში გვიან ღამემდე იმყოფებოდნენ. „ქართული მარშის“ წევრები ტელეკომპანია „რუსთავი-2“-თან ორი დღის წინ მომხდარი ინციდენტის შემდეგ დაწყებული გამოძიების ფარგლებში დააკავეს და ბრალს ხვალ წარუდგენენ. სასამართლო მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სავარაუდოდ ხვალვე იმსჯელებს.