აქციის დაშლისას დაკავებული ექვსი პირის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში, პარლამენტთან 18 ნოემბერს, აქციის დაშლისას დაკავებული ექვსი პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ პროცესზე ირაკლი კაჭარავას, დიმიტრი ბიძინაშვილის, გიგა მაქარაშვილის, დავით მჟავანაძის, ირაკლი ნადირაძისა და პაატა სოსანაშვილის საქმე განიხილება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 18 ნოემბერს პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის სულ დაკავებულია 37 პირი.