სასამართლოში აფთიაქის დაყაჩაღებაში ბრალდებული ნიკა ჯამაგიძის საქმეზე დასკვნითი სხდომა მიმდინარეობს
სასამართლოში აფთიაქის დაყაჩაღებაში ბრალდებული ნიკა ჯამაგიძის საქმეზე დასკვნითი სხდომა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში აფთიაქის დაყაჩაღებაში ბრალდებული ნიკა ჯამაგიძის საქმეზე, დასკვნითი სხდომა მიმდინარეობს.

ბრალდებულის ადვოკატი ვარაუდობს, რომ მოსამართლე განაჩენს დღესვე გამოაცხადებს. ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილოს განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ მოსამართლე გამამართლებელ განაჩენს გამოაცხადებს. მისი თქმით, საქმე თავიდან ბოლომდე გაყალბებულია და ერთი მოწმის – აგენტ-პროვოკატორის ჩვენებაზეა აგებული.

სხდომის დაწყებამდე კომენტარი არ გაუკეთებია საქმის პროკურორს.

ნიკა ჯამაგიძე 2017 წლის 20 მარტს დააკავეს და ამჟამად გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული. ის ბრალს არცერთ ეტაპზე არ აღიარებდა.