„სასამართლოს გადაწყვეტილება მარიხუანას მოხმარების პოპულარიზაციას ხელს არ შეუწყობს“
ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე დაწრმუნებულია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მარიხუანას მოხმარების პოპულარიზაციას ხელს არ შეუწყობს.
აკაკი ზოიძე კიდევ ერთხელ განმარტავს სასამართლოს გადაწყვეტილებას და აცხადებს, რომ ის არცერთ შემთხევაში ლეგალიზაციას არ ნიშნავს.
„ეს არ გახლავთ ლეგალიზაცია. დასჯადი რჩება მარიხუანას მოხმარება. ჩამოართმევენ, დააჯარიმებენ, 500 ლარს გამოუწერენ ჯარიმას ყველა შემთხვევაში, როდესაც ადამიანს ექნება მოწეული მარიხუანა. ასე რომ, პოპულარიზაციას ნამდვილად არ უწყობს ხელს. ერთადერთი, რაც საკონსტირუციო სასამართლოს განჩინებაში წერია და არის აბსოლუტურად სწორი, არის ის, რომ მარიხუანა ჯანმრთელობისთვის საზიანოა, მაგრამ საპატიმრო სასჯელი იმისთვის, რომ ადამიანმა გააკეთა არჩევანი და თავის ჯანმრთელობას ზიანი მიაყენა, არ არის მიზანშეწონილი და ვეთანხმები თავიდან ბოლომდე“, – განაცხადა ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელმა პირველ არხთან საუბრისას.
შეგახსენებთ, გუშინდელი გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანას მოხმარებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გააუქმა.