თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი მოსამართლის, თამაზ ურთმელიძის სარჩელი დააკმაყოფილა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი მოსამართლის, თამაზ ურთმელიძის სარჩელი დააკმაყოფილდა. ურთმელიძეს ჯარიმის სახით გადახდილი 1000 ლარი უკან დაუბრუნდა. საუბარია სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ, ურთმელიძისთვის დაკისრებულ ჯარიმაზე, რომელიც მას ქონებრივი დეკლარაციის არასწორად შედგენისთვის დაეკისრა.
როგორც ურთმელიძემ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ჯარიმა რამდენიმე ლარის დეკლარაციაში არმოხვედრის გამო დაეკისრა, რაც ტექნიკური შეცდომაა და უსამართლოდ მიაჩნია.
„მეც, სხვა თანამდებობის პირებთან ერთად მოვხვდი შესამოწმებელ დეკლარანტთა სიაში და ჩემი დეკლარაციაც, მსგავსად უმრავლესობისა შეფასდა უარყოფითად. დავჯარიმდი 1000 ლარით. როგორც მოგვიანებით გამოვლინდა, სხვა შემთხვევებშიც, დარღვევის ხარისხი იმდენად არაარსებითი იყო, რომ მისი ისეთ გადაცდომად მიჩნევა , რომლისათვისაც სანქციად უნდა გამოყენებულიყო 1000 ლარით დაჯარიმება, არ შეესაბამებოდა მონიტორინგის მიზნებს და სამართლიანობის პრინციპებს. მით უფრო მაშინ, როდესაც ცდომილება ტექნიკური დარღვევის ხასიათისაა, ან განპირობებულია გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომით. მიმაჩნია, რომ კანონის იმგვარი ინტერპრეტაცია, როცა უმნიშვნელო ხარვეზიც კი დარღვევად ჩაითვლება, იწვევს მაღალი თანამდებობის პირების დისკრედიტაციას.
ასეთ დამოკიდებულებას, ბუნებრივია მოჰყვება სახელმწიფო ინსტიტუტების (მაღალი თანამდებობის პირების) მიმართ უნდობლობა, მით უფრო მაშინ, როდესაც საქმე ეხება ქონებრივი დეკლარაციის შევსებას, რადგან ამ საკითხის მიმართ ყოველთვის დიდია საჯარო ინტერესი“, – განაცხადა თამაზ ურთმელიძემ.
2017 წელს მონიტორინგი ჩაუტარდა 287 დეკლარაციას. მათგან უარყოფითად 224შეფასდა