სასამართლომ რუსი ჟურნალისტი მარინა ოვსიანიკოვა 30 000 რუბლით დააჯარიმა
სასამართლომ რუსი ჟურნალისტი მარინა ოვსიანიკოვა 30 000 რუბლით დააჯარიმა

სასამართლომ რუს ჟურნალისტს, რომელმაც პირდაპირ ეთერში ომის საწინააღმდეგო პლაკატი გაშალა, ჯარიმის სახით 30 000 რუბლის (200 დოლარი) გადახდა დააკისრა.

მარინა ოვსიანიკოვა დამნაშავედ ცნეს „არასანქცირებული საჯარო ღონისძიების ორგანიზებაში“.

ჟურნალისტმა სასამართლო დარბაზი უკვე დატოვა. როგორც ოვსიანიკოვამ მედიის წარმომადგენლებს უთხრა, მისი დაკითხვა 14 საათი გაგრძელდა და მას ახლობლებთან დაკავშირების უფლებას არ აძლევდნენ. მისივე განცხადებით, სხვა კომენტარებს ის ხვალ გააკეთებს.

ამასთან, როგორც რუსული მედია წერს, ოვსიანიკოვა დააჯარიმეს არა ომის საწინააღმდეგო პლაკატის პირდაპირ ეთერში ჩვენების, არამედ იმ ვიდეოს გამო, რომელიც მან სოციალური ქსელებით გაავრცელა და რომელშიც რუსეთის შეჭრას უკრაინაში „ძმათამკვლელი ომი“ უწოდა, ხოლო პასუხისმგებლობა პირადად ვლადიმერ პუტინს დააკისრა.