სასამართლომ კიევ-პეჩერის ლავრის ყოფილ ხელმძღვანელს შინაპატიმრობა მიუსაჯა
სასამართლომ კიევ-პეჩერის ლავრის ყოფილ ხელმძღვანელს, პაველს შინაპატიმრობა მიუსაჯა. ეპისკოპოსს ბრალად რელიგიურ ნიადაგზე შუღლის გაღვივება და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის გამართლება ედება.
კიევის შევჩენკოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეპისკოპოსი პაველი შინაპატიმრობაში 30 მაისამდე დარჩება. მას ელექტრონული სამაჯურის ტარება მოუწევს.
როგორც უკრაინის უშიშროების სამსახურის მიერ სასამართლოში წარდგენილ შუამდგომლობაშია აღნიშნული, არსებობს საფრთხე, რომ ეჭვმიტანილი გამოძიებას დაემალება ან მოწმეებზე მოახდენს ზეგავლენას.
თავად მიტროპოლიტი აცხადებს, რომ მის მიმართ აღძრული საქმე პოლიტიკურადაა მოტივირებული და ის მუდამ რუსეთის აგრესიის მოწინააღმდეგე იყო.