სასამართლომ ბექა გრიგორიადისი წვრილმან ხულიგნობაში დამნაშავედ ცნო და 800-ლარიანი ჯარიმა დააკისრა
სასამართლომ ბექა გრიგორიადისი წვრილმან ხულიგნობაში დამნაშავედ ცნო და 800-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

ლაზარე გრიგორიადისის მამა ბექა გრიგორიადისი სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში, წვრილმან ხულიგნობაში დამნაშავედ ცნო და 800-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

რაც შეეხება პოლიციისათვის შეურაცხყოფის ფაქტს, ამ ბრალდებით მოსამართლემ საქმე შეწყვიტა და განმარტა, რომ არ დადასტურდა.

ბექა გრიგორიადისის ადვოკატი ფეისბუქლაივის გამო წვრილმან ხულიგნობაში ბექა გრიგორიადისის გამტყუნებას შემაშფოთებელს და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართულ გადაწყვეტილებას უწოდებს.

თავად ბექა გრიგორიადისის განცხადებით, ფეისბუქვიდეოში მისი ბილწსიტყვაობა ტროლებს ეხებოდა და არა პოლიციელებს.

მისივე განმარტებით, ჯერ – 2 000, დღეს კი 800 ლარით დაჯარიმება უკანონოა და მიუთითებს, რომ „მოსამართლეები ქართულ-ჯიგრულ პონტში იღებენ გადაწყვეტილებებს“.

როგორც ბექა გრიგორიადისი ამბობს, მის წინააღმდეგ მიღებული ჯარიმის გადაწყვეტილებები აფიქრებინებს, რომ მის შვილს, ლაზარე გრიგორიადისსაც „შეუკერავენ“ საქმეს და იმას მიუსჯიან, რაც მათ სურთ.