სასამართლომ 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა
სასამართლომ 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე სააკაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა სავალდებულო წესით გადაისინჯა.

სხდომაზე დაცვის მხარემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს აღნიშნულ საქმეზე თავდაპირველადაც არ უნდა ჰქონოდა შეფარდებული პატიმრობა. სახელმწიფო ბრალდება კი აღკვეთის ძალაში დატოვებას ითხოვდა.

მოსამართლე ნინო ელიეშვილის განცხადებით, სასამართლოს რაიმე ახალი გარემოება აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით არ ჰქონდა, რის გამოც ძალაში დატოვა.

დღევანდელი სასამართლო პროცესი 7 ნოემბრის საქმეს ეხება. 7 ნოემბრის აქციის დარბევის, „ტელეიმედში“ შეჭრისა და მთაწმინდის პარკის ჩამორთმევის საქმეზე უფლებამოსილების გადამეტების ბრალდება წარდგენილი აქვთ მიხეილ სააკაშვილს, დავით კეზერაშვილს, ზურაბ ადეიშვილს, გიგი უგულავასა და ვანო მერაბიშვილს.