სასამართლოების თავმჯდომარეების არჩევის წესის ცვლილებას იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მხარი არ დაუჭირა
სასამართლოების თავმჯდომარეების არჩევის წესის ცვლილებას იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მხარი არ დაუჭირა

სასამართლოების თავმჯდომარეების არჩევის წესის ცვლილებას იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მხარი არ დაუჭირა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ანა დოლიძის ინიციატივას საბჭოს სხდომაზე მხოლოდ ნაზი ჯანეზაშვილმა დაუჭირა მხარი.

სხვა წევრებმა უარი თქვეს სასამართლოების თავმჯდომარეობის წესის ცვლილებაზე საკანონმდებლო წინადადება პარლამენტში საბჭოს სახელით წარდგენილიყო.

კენჭისყრების დაწყებამდე კი საკითხის ინიციატორსა და მოსამართლე წევრების ნაწილს შორის მცირე სიტყვიერ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს კოლეგების დამშვიდება რამდენჯერმე მოუხდა. დოლიძემ საბჭოს წევრებს წარუდგინა ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებდა სასამართლოების თავმჯდომარეების ახალი წესით არჩევას, ამ ინიციატივით სასამართლოების თავმჯდომარეები არ უნდა ინიშნებოდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ, მათი არჩევა უნდა მოხდეს წილის ყრით მოსამართლეების მიერ და ხუთი წლის ნაცვლად სამი წლიანი ვადით.

დოლიძის განცხადებით, ეს გამორიცხავს პრივილეგირებულ მდგომარეობაში სასამართლოების თავმჯდომარეების ჩაყენებას და ასევე მათ დანიშვნაზე რაიმე ტიპის სუბიექტური გადაწყვეტილების მიღებას.

საბჭოს მოსამართლე წევრების განცხადებით, სასამართლოების თავმჯდომარეებდა არჩევა პრივილეგიას არ ანიჭებს მათ და ასევე მათ დანიშვნამდე საბჭოს წევრების მხრიდან ხდება გასაუბრება.