სასამართლო რეფორმის მომზადების მიზნით, მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის პარლამენტში შეხვედრა გაიმართა
პარლამენტში კიდევ ერთი სასამართლო რეფორმის მომზადების მიზნით, მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ოპოზიციიდან ესწრებოდნენ „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „მოქალაქეები“. შეხვედრას არ ესწრებოდა „ნაციონალური მოძრაობა“. შეხვედრის შემდეგ მხარეებმა აღნიშნეს, რომ მათი მხრიდან მოხდება უკვე გატარებული რეფორმების ანალიზი, რომელიც მოიცავს 2013-დან 2021 წლის პერიოდს. ამ ანალიზის საფუძველზე იგეგმება საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება.
შემდეგ შეხვედრაზე დისკუსიის საგანი იქნება პოლიტიკური ძალების მიერ მომზადებული ანალიზი სასამართლო სისტემაში არსებულ ხარვეზებზე.