სასამართლო ნადეჟდა სავჩენკოსთვის აღკვეთის ღონისძიებაზე 23 მარტს იმსჯელებს
სასამართლო ნადეჟდა სავჩენკოსთვის აღკვეთის ღონისძიებაზე 23 მარტს იმსჯელებს

კიევის რაიონული სასამართლო ნადეჟდა სავჩენკოსთვის აღკვეთის ღონისძიებაზე პარასკევს, 23 მარტს იმსჯელებს. ამის შესახებ უკრაინულ ტელეკომპანია 112-ს გენერალური პროკურატურის სპიკერმა, ანდრეი ლისენკომ განუცხადა. პროკურატურა სავჩენკოსთვის წინასწარ პატიმრობას ითხოვს.

უკრაინის სახალხო დეპუტატი ღამეს უსაფრთხოების სამსახურის იზოლატორში გაატარებს.

უკრაინის გენერალური პროკურატურა ნადეჟდა სავჩენკოს სახელმწიფო გადატრიალებისა და ტერაქტის მომზადებაში, ასევე პრეზიდენტსა და მაღალჩინოსნებზე თავდასხმის დაგეგმვაში ადანაშაულებს.

დღეს უკრაინის უმაღლესმა რადამ ნადეჟდა სავჩენკოს დეპუტატის იმუნიტეტი გაუუქმა, რის შემდეგაც ის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, სავჩენკო ოფიცერ ვლადიმერ რუბანის საქმის ფიგურანტია. რუბანი დონეცკის ოლქიდან, სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან იარაღის ტრანსპორტირების დროს დააკავეს. გამოძიების მტკიცებით, რუბანი უკრაინის პრეზიდენტზე პეტრო პოროშენკოზე, ასევე ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებზე თავდასხმას გეგმავდა. რუბანი მაისამდე წინასწარ პატიმრობაში იმყოფება